გარემოსდაცვითი პოლიტიკა
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნაა. პროექტის ადრეულ ეტაპზე კომპანიამ მოამზადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით, მაღალ რეგულირებად სფეროს წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, აგრეთვე საერთაშორისო პრაქტიკის თვალსაზრისით. კომპანიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა.
ახალქალაქი ჰესი ზედმიწევნით ასრულებს ყველა აუცილებელ და რეკომენდირებულ წესებს, რომ შენარჩუნდეს მდინარე ფარავნისა და კორხის ბიომრავალფეროვნება. ახალქალაქი ჰესის ორივე წყალმიმღები მოიცავს ნატურალიზებულ თევზსავალს, რაც უზრუნველყოფს თევზის შეუფერხებელ მიგრაციას. მდინარეების ფარავნისა და კორხის ნატურალიზებული თევზსავლები საგულდაგულოდ დაპროექტდა, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ზეგავლენა თევზისა და წყალზე დამოკიდებული სხვადასხვა სახეობების პოპულაციაზე.
შემუშავებულია მდინარე ფარავნისა და კორხის იქთიოფაუნის მონიტორინგის პროგრამა, რომელსაც საუკეთესო ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები ანხორციელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და გამჭვირვალობა, შესაბამისად კომპანიის ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომია ძირითადი დოკუმენტები.