ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ახალქალაქი ჰესი უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს დასაქმებულებისა და ადგილობრივი თემების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. თანამშრომლები გადიან საფუძვლიან, ყოვლისმომცველ ტრენინგებს, რათა აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნით, პოტენციური საფრთხის, საგანგებო პროცედურების და ასევე უსაფრთხოების პროტოკოლის შესახებ. თანამშრომლები დეტალურად ეცნობიან მკაფიო და სწორად განსაზღვრულ უსაფრთხოების პოლიტიკასა და პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

კომპანია ასევე ზრუნავს ადგილობრივ მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისათვის. მოსახლეობას აწვდის შესაბამის ინფორმაციას ელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ. მათ შორის ხელმისაწვდომია კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია და საჩივრების მექანიზმი, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ხმა მიაწვდინოს კომპანიას, მათთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ.

ზემოთხსენებული ღონისძიებების განხორციელებით, ახალქალაქი ჰესი პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, როგორც დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.