მმართველობა & ეკონომიკური საკითხები
ახალქალაქი ჰესის მმართველობის სისტემა დაფუძნებულია იერარქიულ სტრუქტურზე. ორსაფეხურიანი სისტემა შედგება სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის კომიტეტისაგან. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კომპანიისთვის გრძლევადიანი და სტრატეგიული გეგმების დასახვას და პროექტის განვითარების მეთვალყურეობას. კომპანიის მენეჯმენტის როლი გულისხმობს დასახული მიზნების მისაღწევად კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვას. კომპანიის მენეჯმენტი პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიული გეგმის მომზადებასა და განხორციელებაზე, რომელიც წარედგინება სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად.