სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენი სოციალური პოლიტიკა, კომპანიის მმართველობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მაღალი სტანდარტების მიმართ ერთგულებას. კომპანია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს  და თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს  პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების მდგრად განვითარებაში სოციალური პროგრამის შემუშავებით. ახალქალაქი ჰესის პროექტის დაწყებიდან, კომპანიამ განახორციელა 10 სოციალური პროექტი, რომელმაც წარმატებით მოახერხა ზემოქმედების ქვეშ მყოფი   სოფლების  - დილისკას, კორხისა და ორჯას მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება კიდევ ერთი დადებითი კონტრიბუციაა.  პროექტის მშენებლობის პიკურ პერიოდში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი სწორედ ადგილობრივი მცხოვრები იყო. ამჟამად, უკვე ოპერირების პროცესში, დასაქმებულების 67% ადგილობრივი მაცხოვრებელია. 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ შეიმუშავა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს აძლებს შესაძლებლობას, რომ კომპანიას გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, რჩევები რეკომენდაციები და ა.შ. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანიამ დანერგა საჩივრების მიღების მექანიზმი.  ეს კი ადგილობრივ მოსახლეობასა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას რომ კომუნიკაციის ეს ეს არხი გამოიყენონ მათთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისათვის.